Trump Tower Tbilisiპირველად კავკასიაში პროექტი Trump-ის ბრენდის ქვეშ
Trump-ის მემკვიდრეობა
მსოფლიო სტანდარტი
ლუქს უძრავ ქონებაში.
Trump Tower Tbilisi პირველი პროექტია კავკასიაში, რომელსაც The Trump Organization ახორციელებს და ახალ მისამართს აჩენს მათ კატალოგში, რომელიც უკვე ოთხ ათწლეულზე მეტია, ლუქს ცხოვრების სტანდარტს განსაზღვრავს.
საქართველოს დედაქალაქში აღმართული კოშკი ბრენდის ხელწერას - გამორჩეულ არქიტექტურას, სერვისსა და ხარისხს აერთიანებს, რაც რეგიონის წამყვან ცენტრში საერთაშორისო ინვესტიციებისა და ექსკლუზიური საცხოვრებლის ახალ სტანდარტს ქმნის.
„Trump-ის სახელი მსოფლიოს გარშემო მაღალი კლასის უძრავი ქონების საუკეთესო მაგალითებს უკავშირდება.“
Eric Trump - Executive Vice President, The Trump Organization
კოშკი
ახალი სიმბოლო
დედაქალაქის ჰორიზონტზე.
65 სართულითა და 247.7 მეტრი სიმაღლით Trump Tower Tbilisi პირველი მისამართია კავკასიაში Trumpის ბრენდის ქვეშ. 850 საცხოვრებელი ბინა სავაჭრო ზონისთვის განკუთვნილი პოდიუმის თავზე განთავსდება. ეს იქნება Downtown Tbilisi-ის ყველაზე მაღალი შენობა.
კოშკის გვირგვინი განათებული სარტყელია, რომელზეც Trump-ის სახელი ოქროსფრად გამოისახება, მის ქვემოთ კი, სახურავზე, ტერასა განთავსდება. Y-ის ფორმის სვეტები ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევს. ზედა ნაწილში განთავსებული საერთო სარგებლობის ზონა ღია სივრცეს ერწყმის, ხოლო შენობის საფუძველი ქუჩას მრუდხაზოვანი პოდიუმით უერთდება.
ძირითადი ციფრები
მასტერპლანში
საერთო სამშენებლო ფართი
საერთო ინვესტიცია
არქიტექტურა
შექმნილია
Gensler-ის მიერ
Trump Tower Tbilisi-ის არქიტექტურაზე მსოფლიოს უმსხვილესმა არქიტექტურულმა სტუდიამ იმუშავა და შეიქმნა ფორმა, რომელიც ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს.
მინა და ფოლადი გოთიკური სტილის თაღებით შემკული საფუძვლის პირისპირაა განთავსებული, Trump-ის სახელი კი შენობის მწვერვალზე ოქროსფრადაა გამოსახული. სიმწვანე შენობას მთელ სიმაღლეზე მიუყვება - ზედა წინაგულიდან სახურავის გასწვრივ. ამიტომ კოშკი იმდენადვეა პეიზაჟის ნაწილი, რამდენადაც არქიტექტურული კონსტრუქცია.

სილუეტი

ფასადი

ქუჩა

პოდიუმი

მოედანი
აპარტამენტები
თითოეული
ფანჯარა მთელ
ქალაქს იტევს.
აპარტამენტები მთელი შენობის გასწვრივ ნაწილდება - სტუდიოს ტიპის ბინები თუ ოთხსაძინებლიანი სახლები იმ სტანდარტით დასრულდება, რომელიც Trump-ის სახელმა მსოფლიოს გარშემო დაამკვიდრა.
ბინები გადმოცემისას საცხოვრებლად მზადაა ინდივიდუალურად დამზადებული ავეჯითა და ხის დეტალებით, ქვის ზედაპირებითა და დიზაინერული ინტერიერის ელემენტებით. იატაკიდან ჭერამდე განთავსებული მინის ვიტრაჟებიდან კი ცენტრალური პარკის, მტკვრისა და ქედების ხედები იშლება.
გამოსახულებები მხატვრული ვიზუალიზაციაა. რეზიდენციების ნაკრები საკონცეფციო ეტაპზეა; საბოლოო გეგმები, ფართები და ფასები გამოქვეყნდება გაყიდვების სტარტთან ერთად.
დარეგისტრირდიინფრასტრუქტურა & სერვისები
სასტუმროს გამოცდილება
პირად სივრცეში.
მაცხოვრებლები იზიარებენ პოდიუმს, რომელიც მაღალი კლასის სავაჭრო ობიექტებს აერთიანებს და სერვისს, რომელიც პრემიუმ სასტუმროების საუკეთესო გამოცდილებიდან მოდის.
- დახურული საცურაო აუზი
- ფიტნეს-ცენტრი
- რეზიდენტების სივრცეები კოშკის ზედა დონეებზე
- ცის ტერასა სახურავზე
- გამორჩეული რესტორნები და ბარები
- კონსიერჟი და ვალეტ პარკინგი
- პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტები
- ტერასული ბაღები პოდიუმზე
- მიწისქვეშა პარკინგი
- ცენტრალური პარკი - ზღურბლთან
ეს გამოსახულებები მხატვრულ ვიზუალიზაციას წარმოადგენს. ინფრასტრუქტურის საბოლოო დიზაინი პროექტის განვითარებასთან ერთად გამოქვეყნდება.
სერვისი
სასტუმროს გამოცდილება პირად სივრცეში: კონსიერჟი, ვალეტ პარკინგი, დასუფთავება და კვება დღე-ღამის განმავლობაში
დარეგისტრირდიადგილმდებარეობა
ცენტრალური
პარკის თავზე.
შენობა შვიდ ჰექტრის ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრალური პარკის გვერდით მდებარეობს, საბურთალოზე, რომელიც ახლა მალე Downtown Tbilisi გახდება.
თბილისი აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებად ბაზარს წარმოადგენს ბინის შეძენით დაინტერესებული საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
- დელისის მეტროსადგური8 წუთი ფეხით
- მიწის საერთო ფართობი70,500 მ²
- ფასადის ხედიცენტრალური პარკი
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი25 წუთი მანქანით
ინვესტიცია
ღირსშესანიშნაობა
მზარდ ბაზარზე.
საქართველო ევროპასა და აზიას შორის დერეფანზე მდებარეობს და კარიბჭეა ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და ტურიზმის მიმართულებით. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებება აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ის ქვეყნებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. Trump Tower Tbilisi ამ სწრაფად მზარდ ბაზარზე მსოფლიო მნიშვნელობის ახალ მისამართს ამკვიდრებს.
ესაა ორი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, რომელსაც Trump-ის ბრენდის ქვეშ Archi და Invia ახორციელებენ.
- მსოფლიო ბანკის Doing Business რეიტინგიმე-7 ადგილი
- თავისუფალი ვაჭრობის ბაზრის მოცვა2.3 bn
- ბინადრობა ინვესტიციით - დაწყებული$150,000
- გაყიდვის რეგულაციები, WEF და Fraser Institute9.98 / 10
პროექტის პარტნიორები
- დეველოპერებიArchiInvia
- არქიტექტორებიGenslerSurbana Jurong / SAA ArchitectsChapman Taylor
- ბრენდის ლიცენზიაThe Trump Organization
დეველოპერები
დეველოპერები:
Archi და Invia.
Downtown Tbilisi-ს ავითარებენ Archi და Invia - $2 მილიარდის, 600,000 მ²-იანი გენგეგმა ექვსი კოშკით თბილისის ცენტრალური პარკის გვერდით, სადაც Trump Tower Tbilisi პირველი აღიმართება.
Archi-ის საკურორტო პორტფელი მთელ საქართველოს მოიცავს - Le Méridien Sioni Lake Resort & Spa სიონის ტბაზე და Kobuleti Beach Resort Swissôtel-თან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე.
დეველოპერების შესახებდარეგისტრირდი
იყავი
პირველებს შორის.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ სრულ პრეზენტაციას, აპარტამენტების განაწილების გეგმას და ექსკლუზიურ წვდომას ფასებზე.
- გაყიდვები და ინვესტორები
- hello@trumptowertbilisi.ge
- პრესა და მედია
- press@trumptowertbilisi.ge